23. 04. 2019 წელი
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
შეხვედრის ორგანიზატორი მასწავლებლის (ქოუჩის) რეფლექსია
მასწავლებლის
(ქოუჩის) სახელი და გვარი: მაიკო
მაჩურიშვილი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი:
v 02.
04. 2019 წელი
v 09.
04. 2019 წელი
v 16.
04. 2019 წელი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: ,, ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და გაკვეთილზე ეფექტურად
გამოყენება. საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ი.’’
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი: ისტ-ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში. გამოცდილების
გაზიარება
v ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და
გაკვეთილზე ეფექტურად გამოყენება. საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ი ზოგადი მიმოხილვა, ახალი სლაიდის
შექმნა, სლაიდის დამატება ტექსტისა და სურათების შეტანა.
v საპრეზენტაციო პროგრამა MS Power Point-ი პრეზენტაციის შექმნა, სლაიდებზე
მუშაობა, ჩამატება, ინფორმაციის შეტანა, სურათების ჩასმა, ცხრილის შექმნა
და დაფორმატება.
v საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ი პრეზენტაციის
შექმნა, სლაიდებზე მუშაობა, შექმნილ პრეზენტაციაზე მუშაობა. ანიმაციის დადება სლაიდებზე,
დიზაინი. პრეზენტაციის შექმნა, ჩვენება და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
|
გთხოვთ მოკლედ
აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
სსიპ თბილისის
48-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაიკო მაჩურიშვილმა ორგანიზება გავუკეთე მასწავლებელთა
სამუშაო შეხვედრებს, რომლის თემა იყო ,,
ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და გაკვეთილზე ეფექტურად გამოყენება. საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ი.
შეხვედრების აქტუალურობა:
სწავლა-სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები და
აქტოვობები ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესში ელექტრონული სწავლების
აქტუალურად გამოყენებას, რაც ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას,
მოსწავლეთა დაინტერესებას. გაკვეთილს ხდის სახალისოსა და მოქნილს, შედეგზე
ორიენტირებულს.
ამ შეხვედრების დახმარებით უფრო
ხელმისაწვდომი გახდა სასწავლო რესურსის შექმნა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ
სასწავლო პროცესში.
ჩატარებული შეხვედრების შემდეგ
შეჯამდა განხილული საკითხები და გამოიკვეთა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ
რაში დაეხმარებათ პედაგოგებს მიღებული გამოცდილება, თანამშრომლობა. აღმოჩნდა რომ
დაგეგმილი შეხვედრები წარმატების მომტანი აღმოჩნდა კოლეგებისთვის.
განსაკუთრებით გამოიკვეთა
საგანთა შორის კავშირი დაისახა სამომავლო გეგმებიც და უფრო ეფექტური
თანამშრომლობა მომავალში კოლეგებს შორის. კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ შორის აზრთა გაცვლა და
გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია. ის ხელს უწყობს საგანთა შორის
კავშირის გამოხატვას და უფრო ეფექტურს ხდის კოლეგებს შორის თანამშრომლობას, ხელს
უწყობს აღქმისა და წარმოსახვითი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.
პირველი შეხვედრა ჩავატერეთ 02 აპრილს, რომლის მიზანი იყო: ისტ-ის
ტექნოლოგიების დაუფლება და მისი გამოყენება გაკვეთილზე. საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ი ზოგადი მიმოხილვა, ახალი სლაიდის
შექმნა, სლაიდის დამატება ტექსტისა და სურათების შეტანა.
ხოლო ძირითადი საკითხები:
v ახალი სლაიდის შექმნა.
v სლაიდის დამატება ტექსტისა და სურათების შეტანა.
v მონაცემთა ჩაწერა ახალ სლაიდებში და მათი დაფორმატება.
შეხვედრას ესწრებოდა რვა პედაგოგი: მაიკო მაჩურიშვილი, მანანა ხაჩიძე,
ნანა ალბორიშვილი, რუსუდან დავითულიანი, ეკატერინე ბალიაშვილი, ლეილა ვაშაკიძე, ნონა
მარტიაშვილი და ნათია ჯიშკარიანი. კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი აზრი
და გამოცდილება საგანთა შორის კავშირებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ვისაუბრეთ
საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ის მნიშვნელობაზე
და მის გამოყენებაზე საგაკვეთილო პროცესში. შეხვედრაზე გავარჩიეთ თუ როგორ გავხსნათ
საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ი, ვისწავლეთ ახალი სლაიდის
ჩამატება, მონაცემების შეტანა სლაიდში, სურათის ჩასმა. დავიწყეთ ფიქრი თუ
როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილი
საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ის პროგრამის გამოყენებით
მოსწავლეთა განვითარების და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
მეორე შეხვედრა
შედგა 09 აპრილს, მისი მიზანი იყო: პროფესიული
განვითარება, თანამშრომლობა, მასწავლებლებმა შექმნეს სლაიდი
საპრეზენტაციო პროგრამა MS Power
Point-ში, ისწავლეს ცხრილის შექმნა და მასში ჩაწერეს მონაცემები და დააფორმატეს.
შემდეგი შეხვედრა შედგა 16 აპრილს, მისი მიზანი იყო: საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ში პრეზენტაციის შექმნა, სლაიდებზე
მუშაობა, შექმნილ პრეზენტაციაზე მუშაობა. ანიმაციის დადება სლაიდებზე, დიზაინი. პრეზენტაციის
შექმნა, ჩვენება და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
განხილული საკითხები:
v საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ში
პრეზენტაციის შექმნა.
v პრეზენტაციის ჩვენება და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
v განხილული საკითხების ეფექტურობა სასწავლო პროცესში
v ჩატარებული შეხვედრების შედეგების შეჯამება.
ჩატარებული
შეხვედრების შემდეგ შეჯამდა განხილული საკითხები და გამოიკვეთა მათი ძლიერი და
სუსტი მხარეები, თუ რაში დაეხმარება პედაგოგებს მიღებული გამოცდილება,
თანამშრომლობა. მასწავლებლის მიერ შერჩეული აქტივობები, კოლეგების შეხვედრა
შეესაბამებოდა მონაწილე მასწავლებლების მოთხოვნებს, მათ შესაძლებლობებს, უნარ-ჩვევებსა და
ინტერესების სფეროს. ვიმსჯელეთ, რომ ინფორმაციის
ვიზუალურად წარმოდგენა საუკეთესო საშუალებაა. ასევე საინტერესო და
მნიშვნელოვანია ინფორმაციის ვიზუალური მასალის ჩვენება მოსწავლეებისათვის
პროექტორის გამოყენებით გაკვეთილზე. რაც გვეხმარება უფრო გასაგები გავხადოთ
მიწოდებული ინფრომაცია. ეს კი საკმაოდ აუმაღლებს მოსწავლეებს მოტივაციას. პედაგოგებმა
გაიზიარეს ერთმანეთის გამოცდილება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენების მიზნით დაგეგმეს გაკვეთილები.
განსაკუთრებით გამოიკვეთა
საგანთა შორის კავშირის მნიშვნელობა. დაისახა სამომავლო გეგმები მომავალში
კოლეგების უფრო ეფექტური
თანამშრომლობისათვის. კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ
შორის აზრთა გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია. ის ხელს
უწყობს საგანთა შორის კავშირის გამოხატვას და უფრო ეფექტურს ხდის კოლეგებს შორის
თანამშრომლობას, ხელს უწყობს აღქმისა და წარმოსახვითი აზროვნების უნარ-ჩვევების
განვითარებას.
|
როგორ დაგეხმარათ
აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
აღნიშნულმა შეხვედრებმა ძალიან დიდი პოზიტივი დატოვა, კერძოდ განსაკუთრებით გამოიკვეთა საგანთა შორის კავშირი.
საპრეზენტაციო პროგრამა MS
PowerPoint-ში მომზადებული სლაიდი საკმაოდ
მრავალფეროვანს ხდის გაკვეთილს და ამაღლებს მოტივაციას. ასევე კოლეგების ერთობლივი
მუშაობა და თანამშრომლობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა.
დაისახა სამომავლო გეგმები და კოლეგებთან უფრო ეფექტური
თანამშრომლობა მომავალში.
|
როგორ გამოიყენებთ
ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
მე ძალიან ხშირად
ვიყენებ საპრეზენტაციო პროგრამას ჩემს გაკვეთილებზე და ასევე გამოიყენებენ ჩემი კოლეგებიც
ჩვენ მიერ არჩეულ თემას ,,საპრეზენტაციო პროგრამა Ms PowerPoint=ი’“
შემდგომი მუშაობისას. თემის აქტუალობა გამოწვეულია იმით,
რომ სწავლების პროცესი გავხადოთ უფრო
საინტერესო, ვიზუალურად მრავალფეროვანი და სახალისო, რისი შესაძლებლობაც
აღნიშნულ პროგრამას აქვს. ეს შეხვედრა მასწავლებლებს და ასევე მოსწავლეებს
დაეხმარებათ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ
საგაკვეთილო პროცესი. სხვასასხვა რესურსით გამდიდრებული და დაგეგმილი
გაკვეთილი კი აუმაღლებს მოსწავლეებს მოტივაციას.
|
მაიკო მაჩურიშვილი / /
2018-2019 სასწავლო
წელი
No comments:
Post a Comment