გთხოვთ მოკლედ
აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
სსიპ თბილისის 48-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაიკო მაჩურიშვილმა ორგანიზება
გავუკეთე მათემატიკის კათედრის მასწავლებელთა
სამუშაო შეხვედრებს, რომლის თემა იყო ,,
ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და გაკვეთილზე ეფექტურად გამოყენება. MS Excel-ის
დავთარის ზოგადი მიმოხილვა, უჯრა, უჯრის მისამართი. მონაცემთა ჩაწერა
უჯრებში და მათი დაფორმატება, არითმეტიკული მოქმედებების შესრულება
და დიაგრამების აგება“.
შეხვედრების აქტუალურობა:
სწავლა-სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები და
აქტოვობები ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესში ელექტრონული სწავლების
აქტუალურად გამოყენებას, რაც ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას,
მოსწავლეთა დაინტერესებას. გაკვეთილს ხდის სახალისოსა და მოქნილს, შედეგზე
ორიენტირებულს.
ამ შეხვედრების დახმარებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა სასწავლო
რესურსის შექმნა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ სასწავლო პროცესში.
ჩატარებული შეხვედრების შემდეგ
შეჯამდა განხილული საკითხები და გამოიკვეთა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ
რაში დაეხმარებათ პედაგოგებს მიღებული გამოცდილება, თანამშრომლობა. აღმოჩნდა რომ
დაგეგმილი შეხვედრები წარმატების მომტანი აღმოჩნდა კოლეგებისთვის.
განსაკუთრებით გამოიკვეთა
საგანთა შორის კავშირი დაისახა სამომავლო გეგმებიც და უფრო ეფექტური
თანამშრომლობა მომავალში კოლეგებს შორის. კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ შორის აზრთა გაცვლა და
გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია. ის ხელს უწყობს საგანთა შორის
კავშირის გამოხატვას და უფრო ეფექტურს ხდის კოლეგებს შორის თანამშრომლობას, ხელს
უწყობს აღქმისა და წარმოსახვითი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.
პირველი შეხვედრა ჩავატერეთ 20 თებერვალს, რომლის მიზანი იყო: ისტ-ის
ტექნოლოგიების დაუფლება და მისი გამოყენება გაკვეთილზე. MS Excel-ის
დავთარის ზოგადი მიმოხილვა, მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
ხოლო ძირითადი საკითხები:
v MS Excel-ის
დავთარის ზოგადი მიმოხილვა.
v უჯრა, უჯრის მისამართი.
v მონაცემთა ჩაწერა უჯრებში და მათი დაფორმატება.
შეხვედრას ესწრებოდა ხუთი პედაგოგი: მაიკო მაჩურიშვილი, მანანა ხაჩიძე,
ნანა ალბორიშვილი, რუსუდან დავითულიანი და ნათია ჯიშკარიანი. კოლეგებმა ერთმანეთს
გავუზიარეთ საკუთარი აზრი და გამოცდილება საგანთა შორის კავშირებისა და მისი მნიშვნელობის
შესახებ, ვისაუბრეთ Excel-ის
ცხრილის მნიშვნელობაზე და მის გამოყენებაზე საგაკვეთილო პროცესში.შეხვედრაზე გავარჩიე
Excel-ის დავთარი, უჯრა,
უჯრის მისამართი. მონაცემთა ჩაწერა უჯრებში და მათი დაფორმატება.
დავიწყეთ ფიქრი თუ როგორ დავგეგმოთ და
ჩავატაროთ გაკვეთილი Excel-ის პროგრამის გამოყენებით მოსწავლეთა განვითარების
და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
მეორე შეხვედრა
შედგა 27 თებერვალს, მისი მიზანი იყო: პროფესიული
განვითარება, თანამსრომლობა, ფორმულების და ფუნქციების გაცნობა და მათი დანერგვა
სასწავლო პროცესში.
MS Excel-ის დავთარიში მუშაობა, ფორმულების გამოყენება და მათი გავრცელება.
აღნიშნულ შეხვედრაზე ვიმუშავეთ MS Excel-ის დავთარიში, დავხაზეთ ცხრილი,
შევიტანეთ მნიშვნელობები და ფორმულების გამოყენებით გამოვიანგარიშეთ. მიღებული
შედეგები კი გავავრცელეთ და ავტომატურ რეჟიმში მოვახდინეთ ციფრებზე მოქმედებები.
ეს კი Excel-ის
ცხრილის თვისებაა.
შემდეგი შეხვედრა შედგა 6 მარტს, მისი მიზანი იყო: დიაგრამებისა
და გრაფიკების აგება MS Excel-ში. ინფორმაციის
ვიზუალურად წარმოდგენა დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენებით, რამაც უფრო გასაგები
გახადა მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენს მიერ შექნილ მონაცემებზე ავაგეთ წრიული,
სვეტოვანი და ხაზოვანი დიაგრამები.
განხილული საკითხები:
v შეშერჩეული აქტივობებით მონაცემთა შეტანა უჯრებში და მათ საფუძველზე
დიაგრამების აგება.
v განხილული საკითხების ეფექტურობა სასწავლო პროცესში
v ჩატარებული შეხვედრების შედეგების შეჯამება.
ჩატარებული
შეხვედრების შემდეგ შეჯამდა განხილული საკითხები და გამოიკვეთა მათი ძლიერი და
სუსტი მხარეები, თუ რაში დაეხმარება პედაგოგებს მიღებული გამოცდილება,
თანამშრომლობა. მასწავლებლის მიერ შერჩეული აქტივობები, სავარჯიშოები
შეესაბამებოდა მონაწილე მასწავლებლების მოთხოვნებს, მათ შესაძლებლობებს, უნარ-ჩვევებსა და ინტერესების სფეროს.. ვიმსჯელეთ, რომ ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენა
საუკეთესო საშუალებაა. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია ინფორმაციის
წარმოდგენა დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენებით, და ვიზუალური მასალის მოსწავლეებისათვის
პროექტორის გამოყენებით გაკვეთილზე ჩვენება. რაც გვეხმარება უფრო გასაგები
გავხადოთ მიწოდებული ინფრომაცია. ეს კი საკმაოდ აუმაღლებს მოსწავლეებს
მოტივაციას. პედაგოგებმა გაიზიარეს ერთმანეთის გამოცდილება და მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით დაგეგმავეს გაკვეთილები.
განსაკუთრებით გამოიკვეთა
საგანთა შორის კავშირის მნიშვნელობა. დაისახა სამომავლო გეგმები მომავალში კოლეგების უფრო ეფექტური თანამშრომლობისათვის. კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ შორის აზრთა გაცვლა და
გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია. ის ხელს უწყობს საგანთა შორის
კავშირის გამოხატვას და უფრო ეფექტურს ხდის კოლეგებს შორის თანამშრომლობას, ხელს
უწყობს აღქმისა და წარმოსახვითი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.
|