28. 03. 2019 წელი
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა
დანართი 1.3.
კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
სამუშაო
შეხვედრების გეგმა
კოლეგებთან შეხვედრების
ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი და გვარი: მაიკო მაჩურიშვილი
#
|
შეხვედრის
თარიღი
|
შეხვედრის
მიზანი
|
შეხვედრის
ძირითადი საკითხები
|
1.
|
20. 02. 2019 წელი
|
მასწავლებლები გაეცნობიან MS Excel-ის
დავთარს, ისწავლიან MS Excel-ის დავთარში ცხრილის დახაზვას, მონაცემების
შეტანას და დააფორმატებენ.
|
MS Excel-ის
დავთარის ზოგადი მიმოხილვა, უჯრა, უჯრის მისამართი. მონაცემთა ჩაწერა
უჯრებში და მათი დაფორმატება.
|
2.
|
27. 02. 2019 წელი
|
მასწავლებლები იმუშავებენ MS Excel-ის დავთარიში, ფორმულების
გამოყენებით შეასრულებენ არითმეტიკულ მოქმედებებს და გაავრცელებენ.
|
MS Excel-ის დავთარიში მუშაობა მონაცემების შეტანა და ფორმულების გამოყენებით
არითმეტიკული მოქმედებების შესრულება. ფორმულის გავრცელება MS Excel-ის
დავთარიში.
|
3.
|
06. 03. 2019 წელი
|
შეძლებენ MS Excel-ის
დავთარში შექმნილი ცხრილიდან და გამოთვლებიდან დიაგრამების აგებას.
|
MS Excel-ის დავთარიში მუშაობა. შესრულებულ
არითმეტიკულ მოქმედებებზე სვეტოვანი წრიული და წერტილოვანი დიაგრამების აგება.
|
დანართი 4.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
შეხვედრის / შეხვედრების თემა: ისტ-ის
ტექნოლოგიების დაუფლება და გაკვეთილზე ეფექტურად გამოყენება. საოფისე პროგრამა MS Excel-ის შესწავლა.
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი:
v 20.
02. 2019 წელი
v 27.
02. 2019 წელი
v 06.
03. 2019 წელი
შეხვედრის ორგანიზატორის
(ქოუჩის) სახელი და გვარი: მაიკო მაჩურიშვილი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი:
v
ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და
მისი გამოყენება გაკვეთილზე. MS Excel-ის დავთარის ზოგადი მიმოხილვა, მათი
გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
v
MS Excel-ის დავთარიში მუშაობა, ფორმულების
გამოყენება და მათი გავრცელება
v
დიაგრამების აგება MS Excel-ში.
|
სთხოვეთ შეხვედრის მონაწილე თითოეულ მასწავლებელს შეაჯამოს
საკუთარი უკუკავშირი.
მონაწილე მასწავლებლის
სახელი და გვარი: მანანა
ხაჩიძე
გთხოვთ შეაფასოთ
შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ იყო ეს
შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
შეხვედრები მეტად
მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. რადგან აქტუალურია თემა, თემის აქტუალობა გამოწვეულია იმით, რომ მათემატიკის სწავლების
პროცესში ძირითადად გამოიყენება ფორმულები და ფუნქციები, რისი შესაძლებლობაც
აღნიშნულ პროგრამას აქვს. ეს შეხვედრა მათემატიკის შესწავლისას როგორც მასწავლებლებს
და ასევე მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას. დაეხმარებათ უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ
საგაკვეთილო პროცესი, ასევე ერთობლივი მუშაობა და
თანამშრომლობა კოლეგებს შორის, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყოველთვის კარგ
შედეგს იძლევა.
კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ შორის აზრთა გაცვლა და
გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია. კოლეგების შეხვედრაზე მიღებული ცოდნა გამოვიყენე
ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე, მასში ფორმულების გამოყენებით ვიანგარიშეთ და გავავრცელეთ
ფორმულა რამაც მინდა გითხრათ, რომ კარგი შედეგი გამოიღო. გაკვეთილი გახადა საინტერესო
და გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
|
მონაწილე მასწავლებლის
სახელი და გვარი: ნანა ალბორიშვილი
გთხოვთ შეაფასოთ
შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ იყო ეს
შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
შეხვედრები
მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან ვიმსჯელეთ ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა MS Excel-ის
ცხრილის გამოყენება. ჩემს მიერ დაგეგმილ მათემატიკის გაკვეთილზე. მოსწავლეებს
ვაჩვენე MS Excel-ის დავთარიში მომზადებული არითმეტიკული მოქმედებები და მრავალფეროვანი დიაგრამები თვალსჩინო მასალის
სახით. ამჯერად არსებული პროგრამა გაკვეთილზე ელექტრონული
რესურსის შესაქმნელად გამოვიყენე. ელექტრონულმა რესურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. გაკვეთილი
გამოვიდა საკმაოდ საინტერესო და მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია. განსაკუთრებით გამოიკვეთა საგანთა შორის კავშირი დაისახა
სამომავლო გეგმებიც და უფრო ეფექტური თანამშრომლობა მომავალში კოლეგებს შორის.
|
მონაწილე მასწავლებლის
სახელი და გვარი: ნათია ჯიშკარიანი
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 -
ძალიან ეფექტური.
რატომ იყო ეს
შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
შეხვედრები
იყო ძალიან საინტერესო. რადგან სწავლა-სწავლების თანამედროვე
ინოვაციური მეთოდები და აქტოვობები ითვალისწინებს საგაკვეთილო
პროცესში ელექტრონული სწავლების აქტუალურად გამოყენებას, რაც ხელს უწყობს
სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მოსწავლეთა დაინტერესებას. გაკვეთილს ხდის
სახალისოსა და მოქნილს, შედეგზე ორიენტირებულს. დავგეგმე გაკვეთილი არითმეტიკულ
მოქმედებებზე, და სიღრმისეული წვდომის ფაზაზე ვაჩვენე ვიზუალურად თუ როგორ
ითვლის MS Excel-ის პროგრამა ფორმულებით საშუალო არითმეტიკულს. როგორ შეიძლება
შევკრიბოთ, გამოვაკლოთ, და. ა. შ. კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ შორის აზრთა
გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია.
|
მონაწილე მასწავლებლის
სახელი და გვარი: რუსუდან
დავითულიანი
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 -
ძალიან ეფექტური.
რატომ იყო ეს
შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები კეთილგანწყობილი, მამოტივირებელი და მიზანმიმართული
იყო. გავეცანით და გავარჩიეთ Excel-ის ცხრილი. ვისწავლეთ მასში
ფორმულების გამოყენებით არითმეტიკული გამოთვლები და ფორმულის გავრცელების გზები,
ასევე ავაგეთ დიაგრამები. მიღებული ცოდნა გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში და
დაგეგმილი გაკვეთილი გამოვიდა ძალიან საინტერესო. გაიზარდა
მოსწავლეთა ჩართულობა. აღნიშნული შეხვედრები, აზრთა გაცვლა
გამოცვლის, გამოცდილების გაზიარების და პროფესიული წინსვლის წინა პირობაა.ამ პროცესში, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემ პედაგოგიურ
პრაქტიკაში.
|
დანართი 5.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
შეხვედრის ორგანიზატორი მასწავლებლის (ქოუჩის) რეფლექსია
მასწავლებლის
(ქოუჩის) სახელი და გვარი: მაიკო
მაჩურიშვილი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი:
v 20.
02. 2019;
v 27.
02. 2019.
v 06.
03. 2019.
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და გაკვეთილზე ეფექტურად გამოყენება.
MS Excel-ის დავთარის ზოგადი მიმოხილვა, უჯრა, უჯრის მისამართი. მონაცემთა
ჩაწერა უჯრებში და მათი დაფორმატება, არითმეტიკული მოქმედებების
შესრულება და დიაგრამების აგება.
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი:
v ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და მისი გამოყენება გაკვეთილზე. MS Excel-ის დავთარის ზოგადი მიმოხილვა, მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
v MS Excel-ის დავთარიში მუშაობა, ფორმულების გამოყენება და მათი გავრცელება
v დიაგრამების აგება MS Excel-ში.
|
გთხოვთ მოკლედ
აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
სსიპ თბილისის 48-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაიკო მაჩურიშვილმა ორგანიზება
გავუკეთე მათემატიკის კათედრის მასწავლებელთა
სამუშაო შეხვედრებს, რომლის თემა იყო ,,
ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და გაკვეთილზე ეფექტურად გამოყენება. MS Excel-ის
დავთარის ზოგადი მიმოხილვა, უჯრა, უჯრის მისამართი. მონაცემთა ჩაწერა
უჯრებში და მათი დაფორმატება, არითმეტიკული მოქმედებების შესრულება
და დიაგრამების აგება“.
შეხვედრების აქტუალურობა:
სწავლა-სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები და
აქტოვობები ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესში ელექტრონული სწავლების
აქტუალურად გამოყენებას, რაც ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას,
მოსწავლეთა დაინტერესებას. გაკვეთილს ხდის სახალისოსა და მოქნილს, შედეგზე
ორიენტირებულს.
ამ შეხვედრების დახმარებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა სასწავლო
რესურსის შექმნა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ სასწავლო პროცესში.
ჩატარებული შეხვედრების შემდეგ
შეჯამდა განხილული საკითხები და გამოიკვეთა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ
რაში დაეხმარებათ პედაგოგებს მიღებული გამოცდილება, თანამშრომლობა. აღმოჩნდა რომ
დაგეგმილი შეხვედრები წარმატების მომტანი აღმოჩნდა კოლეგებისთვის.
განსაკუთრებით გამოიკვეთა
საგანთა შორის კავშირი დაისახა სამომავლო გეგმებიც და უფრო ეფექტური
თანამშრომლობა მომავალში კოლეგებს შორის. კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ შორის აზრთა გაცვლა და
გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია. ის ხელს უწყობს საგანთა შორის
კავშირის გამოხატვას და უფრო ეფექტურს ხდის კოლეგებს შორის თანამშრომლობას, ხელს
უწყობს აღქმისა და წარმოსახვითი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.
პირველი შეხვედრა ჩავატერეთ 20 თებერვალს, რომლის მიზანი იყო: ისტ-ის
ტექნოლოგიების დაუფლება და მისი გამოყენება გაკვეთილზე. MS Excel-ის
დავთარის ზოგადი მიმოხილვა, მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
ხოლო ძირითადი საკითხები:
v MS Excel-ის
დავთარის ზოგადი მიმოხილვა.
v უჯრა, უჯრის მისამართი.
v მონაცემთა ჩაწერა უჯრებში და მათი დაფორმატება.
შეხვედრას ესწრებოდა ხუთი პედაგოგი: მაიკო მაჩურიშვილი, მანანა ხაჩიძე,
ნანა ალბორიშვილი, რუსუდან დავითულიანი და ნათია ჯიშკარიანი. კოლეგებმა ერთმანეთს
გავუზიარეთ საკუთარი აზრი და გამოცდილება საგანთა შორის კავშირებისა და მისი მნიშვნელობის
შესახებ, ვისაუბრეთ Excel-ის
ცხრილის მნიშვნელობაზე და მის გამოყენებაზე საგაკვეთილო პროცესში.შეხვედრაზე გავარჩიე
Excel-ის დავთარი, უჯრა,
უჯრის მისამართი. მონაცემთა ჩაწერა უჯრებში და მათი დაფორმატება.
დავიწყეთ ფიქრი თუ როგორ დავგეგმოთ და
ჩავატაროთ გაკვეთილი Excel-ის პროგრამის გამოყენებით მოსწავლეთა განვითარების
და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
მეორე შეხვედრა
შედგა 27 თებერვალს, მისი მიზანი იყო: პროფესიული
განვითარება, თანამსრომლობა, ფორმულების და ფუნქციების გაცნობა და მათი დანერგვა
სასწავლო პროცესში.
MS Excel-ის დავთარიში მუშაობა, ფორმულების გამოყენება და მათი გავრცელება.
აღნიშნულ შეხვედრაზე ვიმუშავეთ MS Excel-ის დავთარიში, დავხაზეთ ცხრილი,
შევიტანეთ მნიშვნელობები და ფორმულების გამოყენებით გამოვიანგარიშეთ. მიღებული
შედეგები კი გავავრცელეთ და ავტომატურ რეჟიმში მოვახდინეთ ციფრებზე მოქმედებები.
ეს კი Excel-ის
ცხრილის თვისებაა.
შემდეგი შეხვედრა შედგა 6 მარტს, მისი მიზანი იყო: დიაგრამებისა
და გრაფიკების აგება MS Excel-ში. ინფორმაციის
ვიზუალურად წარმოდგენა დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენებით, რამაც უფრო გასაგები
გახადა მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენს მიერ შექნილ მონაცემებზე ავაგეთ წრიული,
სვეტოვანი და ხაზოვანი დიაგრამები.
განხილული საკითხები:
v შეშერჩეული აქტივობებით მონაცემთა შეტანა უჯრებში და მათ საფუძველზე
დიაგრამების აგება.
v განხილული საკითხების ეფექტურობა სასწავლო პროცესში
v ჩატარებული შეხვედრების შედეგების შეჯამება.
ჩატარებული
შეხვედრების შემდეგ შეჯამდა განხილული საკითხები და გამოიკვეთა მათი ძლიერი და
სუსტი მხარეები, თუ რაში დაეხმარება პედაგოგებს მიღებული გამოცდილება,
თანამშრომლობა. მასწავლებლის მიერ შერჩეული აქტივობები, სავარჯიშოები
შეესაბამებოდა მონაწილე მასწავლებლების მოთხოვნებს, მათ შესაძლებლობებს, უნარ-ჩვევებსა და ინტერესების სფეროს.. ვიმსჯელეთ, რომ ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენა
საუკეთესო საშუალებაა. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია ინფორმაციის
წარმოდგენა დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენებით, და ვიზუალური მასალის მოსწავლეებისათვის
პროექტორის გამოყენებით გაკვეთილზე ჩვენება. რაც გვეხმარება უფრო გასაგები
გავხადოთ მიწოდებული ინფრომაცია. ეს კი საკმაოდ აუმაღლებს მოსწავლეებს
მოტივაციას. პედაგოგებმა გაიზიარეს ერთმანეთის გამოცდილება და მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით დაგეგმავეს გაკვეთილები.
განსაკუთრებით გამოიკვეთა
საგანთა შორის კავშირის მნიშვნელობა. დაისახა სამომავლო გეგმები მომავალში კოლეგების უფრო ეფექტური თანამშრომლობისათვის. კოლეგების ერთობლივი მუშაობა, მათ შორის აზრთა გაცვლა და
გამოცდილების გაზიარება წარმატების საწინდარია. ის ხელს უწყობს საგანთა შორის
კავშირის გამოხატვას და უფრო ეფექტურს ხდის კოლეგებს შორის თანამშრომლობას, ხელს
უწყობს აღქმისა და წარმოსახვითი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.
|
როგორ დაგეხმარათ
აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
აღნიშნულმა შეხვედრებმა ძალიან დიდი პოზიტივი დატოვა, კერძოდ განსაკუთრებით გამოიკვეთა საგანთა შორის კავშირი.
მატემატიკასა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს შორის. ასევე კოლეგების
ერთობლივი მუშაობა და თანამშრომლობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყოველთვის კარგ
შედეგს იძლევა.
დაისახა სამომავლო გეგმები და უფრო ეფექტური თანამშრომლობა
მომავალში
|
როგორ გამოიყენებთ
ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
შერჩეულ თემას
მე ძალიან ხშირად ვიყენებ და ჩვენ მიერ არჩეულ
თემას ჩემი კოლეგებიც აუცილებლად გამოიყენებენ
შემდგომი მუშაობისას. თემის აქტუალობა გამოწვეულია იმით,
რომ მათემატიკის სწავლების პროცესში ძირითადად გამოიყენება გამოთვლები,
მოქმედებები რიცხვებზე, ფორმულები და ფუნქციები, რისი შესაძლებლობაც აღნიშნულ
პროგრამას აქვს. ეს შეხვედრა მასწავლებლებს და ასევე მოსწავლეებს დაეხმარებათ
უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ საგაკვეთილო პროცესი.
სხვასასხვა რესურსით გამდიდრებული და დაგეგმილი გაკვეთილი კი აუმაღლებს
მოსწავლეებს მოტივაციას.
|
მაიკო მაჩურიშვილი /
/
2018-2019 სასწავლო
წელი
No comments:
Post a Comment