11. 02. 2019 წელი
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:სამუშაო შეხვედრების გეგმა
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი
და გვარი: მაიკო მაჩურიშვილი
N
|
შეხვედრის თარიღი
|
შეხვედრის მიზანი
|
შეხვედრის ძირითადი საკითხები
|
1.
|
21. 01. 2019 წელი
|
შეფასების
როლი მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
მოსწავლეთა სისტემატური შეფასების გზების შემუშავება. შეფასების განმსაზღვრელი და
განმავითარებელი რუბრიკების გაცნობა და განხილვა.
|
საუბარი შეფასების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე
თუ რა კავშირია სასწავლო მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის. შეფასების მნიშვნელობა, შეფსების სახეები
|
2.
|
28. 01. 2019 წელი
|
შეფასების
როლი სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, ჯგუფური და კონკრეტული შეფასების
სქემების განხილვა ანალიზი.
|
ვისაუბრეთ, და ვიმსჯელეთ ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, ჯგუფური და კონკრეტული შეფასების
რუბრიკებზის მნიშვნელობაზე განვიხილეთ და გავაკეთეთ ანალიზი.
|
3.
|
04. 02. 2019 წელი
|
განმსაზღვრელი. განმავითარებელი, ჯგუფური, მუშაობის
შეფასების რუბრიკების შექმნა და განხილვა.
მოსწავლის თვითშეფასებისა და მასწავლებლის შეფასების
სქემების შექმნა და განხილვა.
|
v განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:
v განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
v ჯგუფური მუშაობის შეფასების რუსრიკა:
v მოსწავლის თვითშეფასების სქემა:
v მასწავლებლის თვითშეფასების სქემა.
|
დანართი 3.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: შეფასების
მნიშვნელობა მოსწავლეთა სწავლების პროცესში.
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი:
v 21. 01. 2019
წელი
v 28. 01. 2019 წელი.
v 04. 02. 2019 წელი
შეხვედრის
ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი და გვარი:
მაიკო
მაჩურიშვილი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი:
v შეფასების
როლი მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
მოსწავლეთა სისტემატური შეფასების გზების შემუშავება. შეფასების განმსაზღვრელი და
განმავითარებელი რუბრიკების გაცნობა და განხილვა.
v შეფასების
როლი სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ანალიტიკური, ჰოლისტური,
ზოგადი, ჯგუფური და კონკრეტული შეფასების სქემების განხილვა ანალიზი.
v განმსაზღვრელი. განმავითარებელი, ჯგუფური, მუშაობის შეფასების რუბრიკების შექმნა და განხილვა. მოსწავლის თვითშეფასებისა და მასწავლებლის შეფასების სქემების შექმნა და განხილვა.
|
სთხოვეთ შეხვედრის მონაწილე თითოეულ მასწავლებელს შეაჯამოს
საკუთარი უკუკავშირი.
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი: ეკატერინე ბალიაშვილი
გთხოვთ
შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა:
1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ
იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რადგან აქტუალურია
თემა, რომლის შესახებაც გვიწევდა მუშაობა. შეფასება ხომ სწავლისა და სწავლების განუყოფელი
ნაწილია, რომელიც ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას. შეხვედრაზე დაწვრილებით განვიხილეთ
ყველა ის საკვანძო საკითხები, რომელთა ცოდნა სწორედ,რომ აუცილებელი და სავალდებულოა
თითოეული პედაგოგისათვის. ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ჩვენ მიერ შემუშავებულ
სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს, რომლებსაც წინასწარ გავაცნობთ მოსწავლეებს,
რადგან ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ,
თუ რა კრიტერიუმებით ხდება მათი შეფასება. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა იცოდეს თუ
როდის და რა კონკრეტული მიზნისთვის უნდა გამოიყენოს შეფასება. შეფასების სახეები
და შემუშავებული რუბრიკები გამოვიყენე ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე, რამაც მინდა
გითხრათ, რომ კარგი შედეგი გამოიღო.
|
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი:
ლეილა ვაშაკიძე
გთხოვთ
შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა:
1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ
იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კოლეგებთან შეხვედრები, რადგან ვიმსჯელეთ
ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა შეფასება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას მოსწავლეთა
მიღწევებისა და პრობლემების შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ვასწავლით
და რამდენად შედეგიანია ის მეთოდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. კოლეგებთან შეხვედრები
დამეხმარა კარგად გავრკვეულიყავი შეფასების რუბრიკების შედგენაში და სწავლა-სწავლების
სტრატეგიებსა და მეთოდებში. თუ როდის და რომელი აქტივობის დროს როგორი შეფასების
რუბრიკა შევქმნა.იმდენად დაწვრილებით შევეხეთ აღნიშნულ საკითხს, რომ უკვე აღარ მიძნელდება
კონკრეტულ აქტივობას თავის შესაბამისი შეფასების რუბრიკა მოვარგო. შეხვედრებზე შემუშავებული
შეფასების რუბრიკები და შეფასების სახეები გამომადგა გაკვეთილების დაგეგმვასა და
ჩატარებაში.
|
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი:
ნონა მარტიაშვილი
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან
არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ
იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ჩემი აზრით კოლეგებთან შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთად
ვიმსჯელეთ შეფასების სახეებზე, ფორმებზე, შეფასების როლზე მოსწავლეთა განვითარებასა და მათი
მოტივაციის ამაღლებაში, შევიმუშავეთ სხვადასხვა საჭირო შეფასების რუბრიკები, რომლებიც
არაერთხელ გამოვიყენე გაკვეთილის დაგეგმვასა
და მისი წარმართვის დროს. შეხვედრებმა საკმაოდ ბევრი შემძინა პროფესიული თვალსაზრისით.
ძალიან კმაყოფილი ვარ რუბრიკების შესწავლით, რადგან კარგად გავერკვიე თუ კონკრეტული
აქტივობის დროს როგორ შევქნმა მისთვის შესაფერისი შეფასების რუბრიკა. ადრე მათ სათანადო
ყურადღებას არ ვუთმობდი, ახლა კი ვცდილობ ყოველ გაკვეთილს მოვარგი ეს ცოდნა და გამოცდილება,
რაც კოლეგებთან შეხვედრებმა შემძინეს. ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების გეგმებს
თან ერთვის შეფასების რუბრიკები, რომლებიც შევიმუშავეთ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების
დროს.
|
||||||||||
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი: ლარისა დოხნაძე
გთხოვთ
შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა:
1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ
იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
შეფასების როლი სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანია. მასწავლებელს კარგად უნდა ქონდეს გააზრებული, როდის გააკეთოს განმსაზღვრელი
ან განმავითარებელი, ასევე მიმდინარე თუ შემაჯამებელი შეფასება. ამიტომ, შეხვედრები მეტად
მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რადგან აქტუალურია თემა, რომლის შესახებაც გვიწევდა
მუშაობა. შეფასება ხომ სწავლისა და სწავლების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ამაღლებს
მოსწავლეთა მოტივაციას. შეხვედრაზე დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის საკითხები, რომელთა ცოდნა ჩემთვის საკმაოდ აუცილებელი
და საინტერესო იყო.ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს
ჩვენ მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს. გაკვეთილზე
ვეცდებიშეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები წინასწარ გავაცნო მოსწავლეებს, რადგან
ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, თუ რა
კრიტერიუმებით ხდება მათი შეფასება. შეფასების სახეები და შემუშავებული რუბრიკები
გამოვიყენე ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე, რამაც მინდა გითხრათ, რომ კარგი შედეგი
გამოიღო.
|
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი:
ნანა ჩხეიძე
გთხოვთ
შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა:
1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ
იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
მასწავლებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკა
და თვითკრიტიკული შეფასება არ არის საკმარისი პროფესიული წინსვლისთვის. ამიტომ ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კოლეგებთან
შეხვედრები, სადაც ვიმსჯელეთ ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა შეფასება, საკმაოდ
ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა ქ-ონმა მაიკო მაჩურიშვილმა შეფასების როლისა და მისი
მრავალფეროვანი მეთოდების შესახებ. ვისაუბრეთ თუ როდის და რა დოზით შეიძლება განმავითაფრებელი
შეფასების მიწოდება. ვიმსჯელეთ მოსწავლეთა თვითშებასებაზე, ტესტირებისა და შემაჯამებლის
მნიშვნელობაზე, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას მოსწავლეთა მიღწევებისა და პრობლემების
შესახებ. კოლეგებთან შეხვედრები დამეხმარა კარგად გავრკვეულიყავი შეფასების რუბრიკების
შედგენაში და სწავლა-სწავლების სტრატეგიებსა და მეთოდებში. თუ როდის და რომელი აქტივობის
დროს როგორი შეფასების რუბრიკა შევქმნა. იმდენად დაწვრილებით შევეხეთ აღნიშნულ საკითხს,
რომ უკვე აღარ მიძნელდება კონკრეტულ აქტივობას თავის შესაბამისი შეფასების რუბრიკა
მოვარგო. შეხვედრების შედეგად მოხდა დასახული მიზნის მიღწევა, რადგან მასწავლებლებმა
შევძელით და შევქმენით მრავალფეროვანი შეფასების რუბრიკები, შეფასების კრიტერიუმები
საგნების მიხედვით, რომლებსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში
|
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი:
ნინო ონიანი
გთხოვთ
შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა:
1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ
იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კოლეგებთან შეხვედრები, რადგან ვიმსჯელეთ
ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა შეფასება, რომლებიც
გამიადვილებს მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებას, არამარტო განმსაზღვრელ, არამედ განმავითარებელი
კომენტარის მიცემისას.
ზოგადად შეფასება გვაძლევს ინფორმაციას მოსწავლეთა მიღწევებისა და პრობლემების
შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ვასწავლით და რამდენად შედეგიანია
ის მეთოდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. კოლეგებთან შეხვედრები დამეხმარა კარგად გავრკვეულიყავი
შეფასების რუბრიკების შედგენაში და სწავლა-სწავლების სტრატეგიებსა და მეთოდებში.
თუ როდის და რომელი აქტივობის დროს როგორი შეფასების რუბრიკა შევქმნა.
კოლეგების შეხვედრებზე მიღებული ცოდნისა და რჩევების გათვალისწინებით სწორად გამეაზრებინა
და შემექმნა განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ტექსტზე მუშაობის, ჯგუფური მუსაობის,
მოსწავლეთა თვითშეფასების, გაკვეთილის შეჯამების და სხვადასხვა შეფასების
რუბრიკები, რომელებსაც აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. იმდენად დაწვრილებით
შევეხეთ აღნიშნულ საკითხს, რომ უკვე აღარ მიძნელდება კონკრეტულ აქტივობას თავის შესაბამისი
შეფასების რუბრიკა მოვარგო.
კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრა ვფიქრობ, ნამდვილად ეფექტური და შინაარსიანი იყო. მიღებული
ცოდნა მეც და ჩემს კოლეგებსაც დაგვეხმარება პროფესიულ საქმიანობაში.
|
დანართი 4.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
შეხვედრის ორგანიზატორი მასწავლებლის (ქოუჩის) რეფლექსია
მასწავლებლის
(ქოუჩის) სახელი და გვარი: მაიკო მაჩურიშვილი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი:
v 21. 01. 2019
წელი
v 28. 01. 2019 წელი.
v 04. 02. 2019 წელი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: შეფასების მნიშვნელობა მოსწავლეთა სწავლების პროცესში
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი:
v შეფასების
როლი მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
მოსწავლეთა სისტემატური შეფასების გზების შემუშავება. შეფასების განმსაზღვრელი და
განმავითარებელი რუბრიკების გაცნობა და განხილვა.
v შეფასების
როლი სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ანალიტიკური, ჰოლისტური,
ზოგადი, ჯგუფური და კონკრეტული შეფასების სქემების განხილვა ანალიზი.
v განმსაზღვრელი. განმავითარებელი, ჯგუფური, მუშაობის შეფასების რუბრიკების შექმნა და განხილვა. მოსწავლის თვითშეფასებისა და მასწავლებლის შეფასების სქემების შექმნა და განხილვა.
|
გთხოვთ
მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
სსიპ თბილისის 48-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაიკო მაჩურიშვილმა ორგანიზება
გავუკეთე კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს, რომლის თემა იყო ,,შეფასების მნიშვნელობა
მოსწავლეთა სწავლების პროცესში“.
შეხვედრების
აქტუალურობა:
რადგან მოსწავლეთა შეფასება
მიზნად ისახავს მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას სწავლების პროცესში,
ასევე ამოწმებს ცალკეული მეთოდისა და სტრატეგიის ეფექტურობას, ამიტომ შეფასების კრიტერიუმების
სწორი და გამართული ჩამოყალიბება, მისი სიზუსტით შედგენა და მორგება თითოეულ აქტივობაზე
სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმას წარმოადგენს, ამიტომ გადავწყვიტეთ
სწორედ ეს საკითხი ყოფილიყო ჩვენი შეხვედრების განხილვის თემა.
პირველი შეხვედრა ჩავატერთ 21
იანვარს, რომლის მიზანი იყო: შეფასების
როლი მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
მოსწავლეთა სისტემატური შეფასების გზების შემუშავება. შეფასების
მნიშვნელობა;
შეხვედრას ესწრებოდა შვიდი
პედაგოგი: მაიკო მაჩურიშვილი, ეკატერინე ბალიაშვილი, ლეილა ვაშაკიძე, ნონა მარტიაშვილი,
ლარისა დოხნაძე, ნანა ჩხეიძე და ნინო ონიანი.
მასწავლებელმა პედაგოგიური საჭიროებიდან გამომდინარე უნდა შეძლოს შექმნას
შეფასების რუბრიკები. კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი აზრი და გამოცდილება.
ვისაუბრეთ შეფასების როლზე სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. განვიხილეთ
შეფასების ფორმალური და არაფორმალური სახეები, კრიტერიუმები და მეთოდები. მათი დადებითი
და უარყოფითი მხარეები, აღნიშნულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ შეფასების ეფექტურობაზე, აღვნიშნეთ,
რომ ის კარგად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე და სწავლების პროცესის
გაუმჯობესებაზე. ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან აინტერესებს
საგანი, სწავლის პროცესი, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც დადებითი უკუკავშირი,
ხშირად შექება, წახალისება, განმავითარებელი და არა განმსაზღვრელი შეფასება უმაღლებს მოტივაციას. ხშირად კი განმსაზღვრელი შეფასებაა
მოტივაციას ამაღლების მიზეზი, რაშიც დაგვარწმუნა
გაკვეთილებზე ჩვენ მიერ გამოყენებულმა შეფასებებმა.
ამიტომ პედაგოგმა შეფასების რუბრიკების შექმნის დროს მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.
კოლეგებთან შეხვედრაზე დავახასიათეთ თითოეული მათგანის ეფექტურობა და შევიმუშავეთ
სისტემატური შეფასების გზები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეთა შეფაება უნდა
მოხდეს სისტემატურად სხვადასხვა შეფასების რუბრიკების გამოყენებით, რომელსაც შემდეგ
შეხვედრაზე განვიხილავთ.
მეორე შეხვედრა შედგა 28 იანვარს,
მისი მიზანი იყო ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, ჯგუფური და კონკრეტული
შეფასების სქემების განხილვა და ანალიზი. ეფექტური შეფასების
როლი მოსწავლეთა განვითარებისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა სისტემატური შეფასების გზების შემუშავება.
შეფასების სახეები.
შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგაკვეთილო პროცესში. შეფასების
სქემა არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი გამოყენების წესების ერთობლიობა,
რომლის მიხედვითაც ფასდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება. არსებობს სხვადასხვა ტიპისა
და დანიშნულების შეფასების სქემები. მასწავლებელი პირველ რიგში გეგმავს გაკვეთილის
თემას და მიზანს, ასევე რისი მიღწევა სურს, შემდეგ კი გეგმავს როგორ შეაფასოს მოსწავლე
ამა თუ იმ აქტივობის დროს, აღწევს თუ არა სასურველ შედეგს. მასწავლებელი ქმნის და
იყენებს საჭირო ტიპის სქემას იმისდამიხედვით რომელ აქტივობას აფასებს და რას ისახავს
მიზნად. საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მივაწოდე კოლეგებს თუ როდის და რა დოზით შეიძლება
განმავითარებელი და განმსაზღცრელი შეფასების მიწოდება. ვესაუბრე მრავალფეროვან მეთოდებზე
როგორიცაა: ტესტირება, მასწავლებლის დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება და კომენტარი. ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე და შემაჯამებელ
შეფასებებზე. ანალიტიკურ და ჰოლისტურ შეფასების რუბრიკებზე დავახასითეთ და შევქმენით
თითოეული მათგანი.
შემდეგი შეხვედრა შედგა
4 თებერვალს მისი მიზანი იყო: განმსაზღვრელი. განმავითარებელი, ჯგუფური, მუშაობის
შეფასების რუბრიკების შექმნა და განხილვა. მოსწავლის თვითშეფასებისა და მასწავლებლის
შეფასების სქემების შექმნა და განხილვა.
კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა თანამედროვე
რუბრიკები, რომლებსაც ჩვენ გაკვეთილებზე ვიყენებდით, ვისაუბრეთ მათ ეფექტურობასა
და უპირატესობაზე, დავახასიათეთ თითოეული მათგანი.(განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, მოსწავლეთა
თვითშეფასების სქემა,, მასწავლებლის თვითშეფასების სქემა და სხვა), გავარჩიეთ მათი
სახეები ვიმსჯელეთ და საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ შეფასება დიდ როლს თამაშობს
მოსწავლეთა განვითარებასა და წინსვლაში, შეფაების ეფექტურობა დიდ გავლენას ახდენს
მათ საქმიანობაზე, კერძოდ მისი საშუალებით ბავშვებს ეზრდებათ მოტივაცია და უფრო აქტიურები
ხდებიან.
გამოვთქვით აზრი, რომ აქტიურად გამოვიყენოთ შეფასების სხვადასხვა სახეები
( მიმდინარე, შემაჯამებელი, განმავითარებელი კომენტარები, განმსაზღვრელი, ჯგუფური მუშაობის, ჰოლისტური, ანალიტიკური
შეფასების რუბრიკები სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური შეფასებები...), საგაკვეთილო
პროცესის დროს, რასაც ყველა დამსწრე პედაგოგი ერთსულოვნად დაეთანხმა.
|
როგორ
დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
აუცილებლად გამოვიყენებთ მეც და ჩემი კოლეგებიც ჩვენ
მიერ არჩეულ შეფასების რუბრიკებს და შეფასების აღნიშნულ სახეებს საგაკვეთილო პროცესის
დაგეგმვასა და მისი წარმართვის დროს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე ისინი პოზიტიურდ
მოქმედებენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრების შედეგად მოხდა დასახული მიზნის მიღწევა, რადგან მასწავლებლებმა შეძლეს
და შექნმეს შეფასების რუბრიკები, შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები თავიაანთი საგნების
მიხედვით, რომელსაც გამოიყენებენ გაკვეთილებზე.
ჩატარებული შეხვედრების ძლიერ მხარედ ვთვლი იმას,
რომ კოლეგებს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი ურთიერთობები. მათ ერთსულოვნად და
დიდი მონდომებით გაართვეს თავი შეთავაზებულ საკითხებს და შექმნეს შეფასების რუბრიკები,
რომელსაც აქტიურად დანერგავენ თავიაანთ საქმიანობაში.
მომავალში ანალოგიური ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში
გავითვალისწინებ სიახლეებს განათლების სფეროში პროფესიული ზრდის თვალსაზრისით და
შესაბამისად წარვმართავ სამუშაოს.
|
როგორ
გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
მოსწავლეთა შეფასება საკმაოდ ფაქიზი თემაა. შეფასების პრინციპების დაცვა
შეფასების პროცესს უმტკივნეულოს ხდის. მნიშვნელოვანია, მოსწავლეს საკუთარი ცოდნის
შეფასების მიმართ სამართლიანობის განცდა ჩამოუყალიბდეს. შეფასების სქემები არის მკაცრად
განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი გამოყენების წესების ერთობლიობა, რომლითაც ფასდება
მოსწავლე ამა თუ იმ აქტივობაში. რუბრიკის კრიტერიუმების შერჩევისას აუცილებელია მკაფოიდ
გვქონდეს განსაზღვრული მთავარი სასწავლო მიზანი (სტანდარტი). ვეცდები ხშირად ჩავრთო მოსწავლეებიც შეფასების რუბრიკების შედგენაში,
ეს მათ დაანახებს თუ რას ვითხოვ მათგან. აღნიშნულმა შეხვედრებმა ძალიან დიდი პოზიტივი
დატოვა, კერძოდ გავეცანით შეფასების სხვადასხვა სახეებს, შევქმენით სხვადასხვა რუბრიკები, რომლებსაც მეც
და ჩემი კოლეგებიც გამოივიყენებთ, ვეცდებით შევქმნათ სტანდარტზე და მიზანზე ორიენტირებული
შეფასების რუბრიკების საუკეთესო ვარიანტები და გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში.
პრაქტიკულ საქმიანობაში.
|
მაიკო მაჩურიშვილი / /
2018-2019 სასწავლო
წელი
No comments:
Post a Comment